საგარეჯო საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათო ამანათები გადაეცემა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი -სააღმზრდელო  დაწესებულებების  გაერთიანებამ საახალწლოდ 87 150 ლარის ღირებულების სასურსათო ამანათების გაცემა 1500 აღსაზრდელზე დღეიდან დაიწყო.
სასურსათო პაკეტის  ღირებულება 58 ლარზე მეტია, რომელიც პროდუქტის გარდა საახალწლო სუვენირებსაც მოიცავს.
საბავშვო ბაღებში რეგისტრირებულ ყველა ბავშვს ერთჯერადად, 13 სახეობისგან შემდეგარი 58 ლარიანი სასურსათო პაკეტი გადაეცემა.
ამანათების დარიგება 19 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები