სოფელ ბოდბესთან ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 პირი დაშავდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბესთან ავტოსაგზაო შემთხვევისას მღოლი და 2 მგზავრი დაშავდა. ” რეგიონული კვირის” ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფების გამოძახება გახდა საჭირო.

სამივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სსსკ- ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები