ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის ახალი გადასაადგილებელი ეტლები შეიძინა. მუნიციპალიტეტის მერმა პირადად მოინახულა შშმ პირები და ეტლები გადასცა.
“ეტლების შეძენა, მერიაში მოქალაქეების მიერ შემოტანილი განცხადების საფუძველზე მოხდა. ამ ეტაპზე, მერიის სარეზერვო ფონდიდან 12 ცალი გადასაადგილებელი ეტლი არის შეძენილი.
ჩართვა და მათი ყოველდღიური ცხოვრების სრულყოფა ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
მერმა მუნიციპალიტეტში დაბადებული ახალშობილებიც მოინახულა და მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალშობილებს სასაჩუქრე კალათი გადასცა. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 426 ბავშვმა მიიღო საჩუქრათ პირველადი მოხმარებისა და ჰიგიენური მოვლის საშუალებები.