პარლამენტი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას 21 დეკემბერიდან დაიწყებს
პარლამენტში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 21 დეკემბერს დაიწყება და 24 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება.
მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის ბიუროს წარედგინა. ბიურომ განრიგი შეიმუშავა, რომლის მიხედვით, მოსმენები კომიტეტებში 21 დეკემბერს დაიწყება და თემატურად კომიტეტების გაერთიანებული სხდომები გაიმართება.
23 დეკემბერს მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქცია “ქართული ოცნების“ ფორმატში გაიმართება, ხოლო 24 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად გავა.