ბორჯომის მერიამ „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრს ჟანგბადის 6 აპარატი გადასცა
ბორჯომის მერიამ „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ჟანგბადის მიმწოდებელი 6 აპარატი გადასცა.
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა ჟანგბადის კონცენტრატორები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პირადად გადასცა და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.
ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს, მოქალაქეების დასახმარებლად მათ 8 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინეს.