მომავალ მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურაა წარდგენილი

მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა.

მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა:

პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი

მინისტრთა კაბინეტთან ერთად ნდობის მისაღებად პარლამენტში წარდგენილია სამთავრობო პროგრამა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები