“მაია ცქიტიშვილმა პირობა შეგვისრულა” – ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელშიდაც 14 ათასზე მეტი უნიკალური ექსპონატი ინახება, 1948 წელს დაარსდა. 1991 წელს რაჭაში მომხდარმა ძლერმა მიწისძვრამ მუზეუმის შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა. 2020 წელს ახალი, თანამედროვე სტილის მშენებლობა გადაწყდა და დაიწყო კიდეც. „რეგიონული კვირა“ დაინტერესდა როგორ მიმდინარეობს ამ პროექტის განხორციელება და მეტი დეტალების გასარკვევად მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს ამირან კერესელიძეს ესაუბრა. ამირანი ამბობს, რომ მიწისძვრის შემდეგ თანამშრომლებს ძალიან დიდი ძალისხმევა იმაზე ფიქრში დასჭირდათ, როგორ გადაერჩინათ უნიკალური ექსპონატები შენობაში, სადაც წვიმა ჩადიოდა.
„30 წელია ახალი შენობის აშენებაზე საუბარი მიდიოდა, არა და არ დაადგა საშველი. წელს, ზაფხულში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რაჭაშს ესტუმრა , ჩვენი გასაჭირი რომ ვუთხარით, სიტყვა მოგვცა – მალე ახალი , თანამედროვე სტილის მუზეუმის მშენებლობა დაიწყებაო და როგორც თქვენი თვალით ხედავთ, სიტყვა არ გატეხა. მშენებლობა დაიწყო და სწრაფი ტემპითაც მიმდინარეობს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის 5,5 მილიონია გამოყოფილი, სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია “ელექტროსერვის მონტაჟი“ ანხორციელებს“,-გვიყვება ამირან კერესელიძე.
სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, უკვე იციან, რომ ახალ მუზეუმს ბევრი ახალი სივრცე სა საჭირო ინფრასტრუქტურა შეემატება- თემატიკის შესაბამისი საგამოფენო დარბაზები, ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციული კორპუსის ცალკე შენობა,ორი(სატვირთო და სამგზავრო) ლიფტი, შშმ პირთათვის გამოყოფილი ინფრასტრუქტურა, ფონდსაცავები, სახანძრო უსაფრთხოების ყველა საჭირო აქსესუარი და კლიმატკონტროლი. მუზეუმის მშენებლობის დასრულება 2021 წლის ნოემბრის თვითსთვის არის განსაზღვრული, მაგრამ წინ კიდევ უფრო რთული საქმეები ელით.
„მშენებლობა რომ დასრულდება, შემდეგ მუზეუმის მოწყობის შრომატევადი საქმე იწყება, რომელის გაკეთებაში ეროვნული მუზეუმი დაგვეხმარება, მაგრამ მთავარია ახალი , ნათელი მუზეუმი გვიშენდება და იმედია ყველა ყველაფერს ერთად შევძლებთ“,-ამბობს ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ამირან კერესელიძე.
მარინე სვანიძე