მარტვილის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტეტში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა, ბავშვებს საკვები პროდუქტი ეტაპობრივად  ურიგდებათ.

კვების პროდუქტების გაცემის პროცესს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცნეტრის დირექტორთან ერთად დაესწრნენ.

კვების პროდუქტები, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცნეტრში შემავალ 21 საბავშვო ბაღის 858 ბავშვს გადაეცემა. პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“ უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები