ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამა-შვილი დაშავდა

ქუთაისი-ბაღდათის გზაზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში ერთი ოჯახის ორი წევრი იმყოფებდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარები ბრიგადებმა, მამა-შვილი შოკურ მდგომარეობაში სააცადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები