ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღვარს, კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიეთებელი სიმპტომები, იღუმენია თეოდორას, ოთხი დღის წინ გამოუვლინდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მას სტაციონარში გადაყვანა არ ესაჭიროება.
ასევე, მონასტრის გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, საეკლესიო პროდუქტის მაღაზიები არ გაიხსნება.
ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღვრის ინფიცირების წყარო, ცნობილი არ არის.
კორონავირუსის სიმპტომები, წინამძღვართან კონტაქტში მყოფ, მონასტრის არცერთ წევრს არ გამოვლენია.