ონში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს
ონის მუნიციპალიტეტში, პანდემიის დღეებში, არაერთი საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს. აქციებში ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი და ონის მაცხოვრებლები არიან ჩართული.
„ ონელებმა ამ დღეებში, სიკეთის კეთების არაერთი აქცია განახორციელეს, ცდილობენ გასაჭირი არავის აგრძნობინონ, არა მარტო მატერიალური, ადამიანებს მორალური თანადგომაც გამოუცხადონ. ონელების საქველმოქმედო ინიციატივას საზოგადოება წითელი ჯვრის ონის ფილიალის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და 17 დეკემბერს, ქალაქ ონში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს ბარბარობის დღესასწაული სასაჩუქრე ნაკრებით მიულოცეს“,-განაცხადეს „რეგიონულ კვირასთან“ ონის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.