წნორში ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა 18 წლის ახალგაზრდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ წნორში, ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ კედელს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა, რამაც ახალგაზრდა ბიჭის ადგილზე გარდაცვალება გამოიწვია.

დაშავდა მანქანაში მჯდომი 18 წლის მგზავრიც , რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის მრავლობითი მოტეხილიბებით წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები