“ პანდემიის გამო, შსს-ს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვით უხდებოდა” – გომელაური

პანდემიის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვით უხდებოდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების  2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, დღემდე მომსახურების სააგენტომ ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს გაუწია მომსახურება.

„დაწესებული რეგულაციების დაცვით მუშაობს დაცვის პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, რომელშიც მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ დაცვის პოლიციის ყველა მომსახურება, ერთიან სივრცეში. მომსახურების სააგენტომ დაიწყო დამატებით ახალი ტიპის ცნობების გაცემა (მაგალითად, „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“). წელსვე ამოქმედდა იარაღის რეგისტრაციის დისტანციური მომსახურება. მზადების პროცესშია ინოვაციური სერვისი, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებების დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია/გადაფორმებას. ასევე, სააგენტო მოქალაქეებს შესთავაზებს სანომრე ნიშნების შეცვლის გამარტივებულ, დისტანციურ საკურიერო სერვისს. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი კოვიდ რეგულაციების დაცვით 2020 წელს 400 000 – ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები