ლენტეხში გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2020 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. პროექტების დაგეგმვა და მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა ინტერესებზეა მორგებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც სოფელ ჯახუნდერში ჩატარდა, უკვე დასრულებულია.

„ სოფელ ჟახუნდერში საავტომობილო გზის ბეტონის საფარით მოწყობა უკვე დასრულდა, აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და ღირებულებამ 163 586.0 ლარი შეადგინა. ბეტონის დაგება ამ მონაკვეთზე 2020 წლის 25 სექტემბერს დაიწყო და დეკემბრის დასაწყისისთვის დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და იგი მათი ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას განაპირობებს“,-  განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები