რაჭაში „სიკეთის დღეები“ გრძელდება
რაჭაში, თითქმის ერთი თვეა, რაც მოხალისეებმა „სიკეთის დღეები“ დაიწყეს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები პანდემიის დღეებში, იმ ადამიანებს ეხმარებიან, რომლებიც ამას აუცილებლად საჭიროებენ. როგორც „რეგიონულ კვირას“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრში განუცხადეს, ბარბარობის დღესასწაულზე მოხალისეებმა უამრავი შეჭირვებული ოჯახი გაახარეს.
„აქციას ბარბარობის დღეს ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თი ემ სი”-ც შეუერთდა. აქციაში მონაწილე ახალგაზრდები ამბროლაურში, სოფელ ჟოშხაში მცხოვრებ ორ თანატოლს ესტუმრნენ და დამდეგი ბარბარობა საჩუქრებით მიულოცეს. აქციაში საჯარო მოხელეები, კერძო კომპანიები, მაღაზიიის მფლობელები, აფთიაქების წარმომადგენლები და ის ადამიანები ჩართვნენ, რომელთაც სურვილი აქვთ, რაჭაში მცხოვრებ, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს, თუნდაც ერთი დღე გაულამაზონ”, -განაცხადეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრში.