კახეთში კორონავირუსის 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კოვიდ 19- ის 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარა – 230, იმერეთი – 338, ქვემო ქართლი – 216, შიდა ქართლი – 169, გურია – 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები