სამეგრელოში კოვიდ-19-ით 4 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 295 პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 295 პირი, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტებიდან სამი სენაკის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, ხოლო მეოთხე გარდაცვლი 32 წლის მამაკაცი რუხის კლინიკაში იყო მოთავსებული.
რაც შეეხება კოვიდდადასტურებულ პაციენტებს რეგიონის მასშტაბით მკურნალობის კურსს 297 პაციენტი გადის.
„რეგიონში არსებულ კოვიდ კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 297 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 94 პაციენტი, ხოლო 27 კოვიდ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 69 ადამიანი. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაშ რეგიონის მასშტაბით გარდაიცვალა 4 ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები