იმერეთში კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევაა

ვირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 338 ფიქსირდება.

მთავრობის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარაში – 230.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც, 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 867, აჭარაში – 798, იმერეთში – 1 350.

ამ ეტაპზე იმერეთში 269 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 53.

მხარის კოვიდსასტუმროებში 124 პირია განთავსებული, 7 ადამიანია საკარანტინე სივრცეში.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 002 პირი ემსხვერპლა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები