რუსთავში კორონავირუსით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

 

რუსთავში, კლინიკა “რუსთავში” კორონავირუსით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც “რეგიონულ კვირას” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, მამაკაცი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

“ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენს კლინიკაში 10 დეკემბერს შემოიყვანეს. მას არ აღენიშნებოდა მძიმე თანმხლები დაავადებები თუმცა ის შემოყვანისას უკვეე ძალიან მძიმედ იყო და სამწუხაროდ გუშინ საღამოს გარდაიცვალა”, – განაცხადეს კლინიკა “რუსთავში”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები