ბორჯომის “ჯეოჰოსპიტალსში” კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

ბორჯომში კორონავირუსით 82 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მკურნალობის კურსს ადგილობრივ საავადმყოფოში “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” საავადმყოფოში განუცხადეს, გარდაცვლილს ვირუსის გარდა ფილტვების პნევმონია და სხვა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში ეს კორონავირუსით გარდაცვალების 35-ე შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები