აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებისთვის 574 000 ლარს გამოყოფს

აჭარის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტი განიხილეს.
აჭარის მთავრობა სამეურნეო მიწების დამუშავებაში ფერმერებს მომავალ წელსაც უსასყიდლოდ დაეხმარება. ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო 574 ათას ლარს დახარჯავს​.
სხდომაზე ასევე ისაუბრეს, სარეზერვო ფონდის გაზრდაზეც, რომელიც 3 მილიონი ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება სამედიცინო სფეროს, მედპერსონალისთვის, რომელიც ჩართულია როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ფუნქციონირებაში, ასავე დასაქმებულია საკარანტინე სივრცეებში, გამოიყოფა შესაბამისი თანხები და გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში.

“2020 წელს შევამცირეთ მაქსიმალურად ყველა ადმინისტრაციული ხარჯი. 20 მილიონის მობილიზება მოვახდინეთ. ადმინისტრაციული ხარჯები არც მომავალ წელს იზრდება.სპორტული და მუსიკალური სკოლების პედაგოგებს მოვუმატეთ სექტემბერში ხელფასები და ეს არის გათვალისწინებული რამაც სახელფასო ნაწილში ზრდა გამოიწვია”, – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები