აჭარის 2021 წლის ბიუჯეტი 328 მილიონ 474 ათას ლარით განისაზღვრა

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტი დამტკიცდა. პრიორიტეტებია ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტები. 2021 წლის ბიუჯეტი 328 მილიონ 474 ათას ლარს შეადგენს.
რეგიონში გაგრძელდება ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტი, როგორებიცაა გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპის განხორციელება, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც სოციალური პროექტების განხორციელებას და კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება. სასურსათო კალათების მიწოდება მოქალაქეებისთვის პროგრამულ სახეს მიიღებს, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდება. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა კვლავ რჩება პრიორიტეტად, რისთვისაც ბიუჯეტი მილიონი ლარით გაიზარდა. ტურიზმის დეპარტამენტი კვლავ აგრძელებს კოვიდ-სასტუმროების მართვას. იზრდება სარეზერვო ფონდი, რაც მოქალაქეების საჭიროებებს, ჯანდაცვის საკითხებს მოხმარდება.
პრიორიტეტად რჩება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. გაგრძელდება კულტურის სფეროში მოღვაწე პირების, თავისუფალი ხელოვანების, ორგანიზაციების მხარდაჭერა. 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საოჯახო მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსება. აქცენტი გაკეთდება ბიო-მეურნეობის განვითარებაზე. გაგრძელდება ხვნა-თესვის პროგრამა, ასევე არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები