პროკურატურამ გაასაჯაროვა წერილი, რომელიც ბაჩალიაშვილმა თავის ხელმძღვანელს თვითმკვლელობამდე გაუგზავნა – რა წერია შეტყობინებაში

თამარ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობამდე ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც უყვარდა, წერილი მისწერა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ შეტყობინებებში ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი სიყვარულზე, იმაზე – თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე

“2017 წლის აგვისტოში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო მუშაობა კომპანია “ზეგ”-ში, სადაც დასაქმებული იყო 2020 წლის ივლისამდე. ამ პერიოდში ბაჩალიაშვილს გაუჩნდა გრძნობების თავისი უფროსის, ნ.დ.-სადმი, მთელი ამ დროის განმავლობაში ბაჩალიაშვილი ნ.გ.-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა. ერთ-ერთი ვებ-გვერდის მეშვეობით, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკუთარ თავს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაუგზავნოს წერილი და თავად განსაზღვროს მისი ადრესატთან მისვლის წელი, თვე და რიცხვი. აღნიშნულ შეტყობინებებში ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ-სადმი მის სიყვარულზე, იმაზე – თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე”, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები