ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტი მეოთხე სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტი მეოთხე სართულიდან გადახტა და დაიღუპა. გარდაცვლილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

ექიმების თქმით, ის საავადმყოფოში თავის ტვინის კეროვანი დაბეჟილობის დიაგნოზით რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.

რა გახდა გადახტომის მიზეზი, უცნობია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები