ტიტე აროშიძე: ირაკლი ჩავლეიშვილს თანაგუნდელები უზნეოდ დაუპირისპირდნენ, მის მიმართ ერთგვარ ბულინგს აქვს ადგილი

აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებმა აქციის მონაწილეების განცხადებებსა და ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს.

“ქართული ოცნების” წევრის, ტიტე აროშიძის თქმით, დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს ოპოზიციის წევრები აგრესიულად და უზნეოდ დაესხნენ თავს, რადგან ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“ირაკლი ჩავლეიშვილს უზნეოდ დაუპირისპირდნენ თანაგუნდელები, მის მიმართ ერთგვარ ბულინგს აქვს ადგილი, ჩემი მხრიდან კი ვიტყვი, რომ მისასალმებელია მისი გადაწყვეტილება და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. გაცამტვერდა მითი, რომ ოპოზიციის ერთიანობა ურყევია. ირაკლი ჩავლეიშვილი განათლებისა და კულტურის კომიტეტში იმუშავებს, ვულოცავ მას სრულფასოვან წევრობას და ასევე მივესალმებით ყველა დეპუტატს, რომელიც უმაღლეს საბჭოში შემოსვლას გადაწყვეტს”, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოში ოპოზიციის წევრებმა მანდატზე უარი განაცხადეს, შესვლაზე თანხმობა მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები