64 ახალი შემთხვევა -გურიაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მზარდია
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ინფიცირების 2981 ახალი დადასტურებული შემთხვევა.