უდეში კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – “თავში აქვს ტყვია მოხვედრილი”

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 82 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც სოფელში აცხადებენ, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

სამცხე–ჯავახეთის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტის დავით მერაბიშვილის განცხადებით, კაცს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული დაზიანება.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა “რეგიონულ კვირასთან” ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ.

“რა უნდა გითხრათ. არაფერი ვიცი. არც ხმა გაგვიგია და ვერც მივხვდით ეს როდის მოხდა. ექსპერტიზაზეც გადაიყვანეს და თქვეს, რომ შუბლში აქვს ტყვია ნასროლი”, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები