ლაშა გოგიაშვილი: მიხარია, რომ ჩვენი მომავალი თაობა ასეთი მოტივირებულია

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი ღვანკითში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელში არსებული სპორტული მოედნის მიმდებარედ მოწყობილი გასახდელი დაათვალიერა, რომელიც სოფლის ახალგაზრდობის მოთხოვნით და მათივე ჩართულობით გაკეთდა.
„სოფელში ძალიან კარგი ბავშვთა გუნდია, მათ თამაშს სოფლის პირველობის დროს დავესწარით და გუნდს ბურთები გადავეცით. სოფლის ინიციატივით, სტადიონი „სოფლის პროგრამით” შემოიღობა. წინასაარჩევნო შეხვედრების დროს კი ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გასახდელის მოწყობა დაასახელეს. შესაბამისად, მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და მასალა გადავეცით. სოფლის მკვიდრებმა მერიისაგან მიღებული მასალით კონსტრუქცია თავადვე გააკეთეს და დღეიდან უკვე გუნდს ახალი გასახდელი აქვს მოწყობილი. მიხარია, რომ ჩვენი მომავალი თაობა ასეთი მოტივირებულია. მჯერა, რომ თითოეული მათგანი მაქსიმუმს გააკეთებს და სპორტული ცხოვრების განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს,” – აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.
ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები