აჭარაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელმა იკლო – გასულ 24 საათში რეგიონში 228 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები კოვიდ სასტუმროებსა და სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები, ნაწილი კი თვითიზოლაციაში რჩება.
დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელდა 399 პაციენტი. საერთო ჯამში კი აჭარაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 27 143 მიაღწია.
ბათუმის კლინიკებში 782 პირი მკურნალობს, აქედან მართვით სუნთქვაზე 47 პაციენტი იმყოფება. კოვიდ სასტუმროში, კი 1 080 მოქალაქეა მოთავსებული

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები