ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 2 981 შემთხვევიდან იმერეთში 489 დაფიქსირდა
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარაში – 228, იმერეთში – 489.
მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 896, აჭარაში-815, იმერეთში-1 379.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-520, აჭარაში-140, იმერეთში-246.
მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში-209, აჭარაში-50, იმერეთში-62.
2 247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 806-თბილისში, 1 062-აჭარაში, 135-იმერეთში.
21 102 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 471 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-248, აჭარაში-76, ხოლო იმერეთში-7.
ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა 31 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 953 პირი ემსხვერპლა.