330 გამოჯანმრთელებული, ერთი გარდაცვლილი და 227 ინფიცირებული – კოვიდსტატისტიკა სამეგრელოში
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 330 პირი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილი 79 წლის ქალი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.
რაც შეეხება კოვიდდადასტურებულ პაციენტებს რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის მონაცემი ასე გამოიყურება:
რუხის საავადმყოფოში 150 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 70 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძისაა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 40 პირი, მათ შორის 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში 40 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში 11. ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში 28 მოქალაქე გადის მკურნალობას. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 22 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 71 ადამიანი იმყოფება, გამოჯანმრთელდა 330 პირი.