კახეთში კოვიდ 19- ით სამი პირი გარდაიცვალა
კახეთში კოვიდ 19- ით სამი პირი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამივე მათგანი მკურნალობის კურსს სხვადასხვა კლინიკაში გადიოდა, მათ შორის კოვიდ 19 გახდა მიზეზი ცნობილი ექიმის, ივანე ამბარდანიშვილის გარდაცვალების, რომელსაც თანხმლები დაავადებებიც აღენიშნებოდა.
” ზოგადად, ბოლო კვირაში კახეთში აღინიშნება ეპიდსიტუაციის დასტაბილურება და შემთხვევათა რაოდენობის კლების ტენდენცია. დღეს რეგიონის მასშტაბით, გარდაიცვალა 3 პაციენტი.
1 გარდაიცვალა საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში, 1 თელავის რაიონულ საავადმყოფოში და 1 თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. სამივე პაციენტი ასაკოვანია, მათ შორის 1 ქალია და 2 მამაკაცი”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობამ 178 შეადგინა.