საგარეჯოში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტებს გადასცემენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ საახალწლოდ 87 ათას 150 ლარის სასურსათო პაკეტი შეიძენა და 18 დეკემბრიდან 1500 აღსაზრდელს გადასცემს.
სასურსათო პაკეტის ღირებულება 58 ლარზე მეტია, რომელიც პროდუქტის გარდა საახალწლო სუვენირებსაც მოიცავს.
საბავშვო ბაღებში დარეგისტრირებულ 1500 ბავშვს ერთჯერადად 13 სახეობისგან შემდეგარი სასურსათო პაკეტი გადაეცემა. ბავშვების ოჯახი მიიღებენ : შაქარს, მაკარონს, ბრინჯი, წიწიბურას, კარაქს , რძეს, კვერცხს, ზეთს, , ორცხობილას, კანფეტს, ბანანსა და მანდარინს და საახალწლო სუვენირს.
სასურსათო პაკეტები უკვე შეძენილია, რომლის დარიგება 18 დეკემბრიდან დაიწყება.