“45 ლარით დავიწყეთ ეს ყველაფერი” – ზუგდიდელი თინეიჯერების წამოწყება თანატოლების დასახმარებლად

ახალ წლია დღესასწაულამდე სულ ცოტა დრო რჩება, მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, რომელიც კაცობრიობას 2020-მა წელმა მოუტანა, ყველა ცდილობს ახალი, 2021 წლის წინასაახალწლო განწყობა მაინც ხალისით შეიქმნას.
ზუგდიდელი თინეიჯერები, მეათე კლასელი თამარი და გიორგი მეგობრები არიან. ისინი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ, რომ ახალ წელს თანატოლი ბავშვები გაახარონ – რომლის ოჯახებსაც საახალწლო ნივთების თუ საკვების შეძენა, უსახსრობის გამო არ შეუძლიათ.
„ვაკეთებთ საახალწლო ხელნაკეთ სათამაშოებს, ნაძვის ხეებს, ჩამოსაკიდ სათამაშოებს. რეგულაციების მოხსნის შემდეგ საახალწლო ბაზრობაზე ვგეგმავთ მათ გაყიდვას. დაინტერესებაც დიდია და ვფიქრობთ, რომ მალევე გაიყიდება ჩვენი ხელნაკეთი ნივთები. მეგობრებიც მხარში გვიდგანან“, – ამბობს თამარი.
იდეა მშობლებს გაანდეს, რაც მოუწონეს და ფინანსური მხარდაჭერაც მიიღეს. ამის შემდეგ კი თემატურად, საახალწლო ხელნაკეთი ნივთების და სათამშოების გაკეთებას შეუდგნენ. ნივთების საქველმოქმედო გაყიდვას, ზუგდიდის საახალწლო ბაზრობაზე გეგმავენ, ასევე ონალინ, სოციალური ქსელის მეშვეობით. შემოსული თანხით კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახების გახარებას გეგმავენ.
„როგორც თამარის ოჯახი ასევე ჩემი ოჯახი გვიდგას გვერდში. მაგალითად, სათამაშოებისთვის მასალა დაგვჭირდება თუ ნებისმიერი რამ, თავიდან, ცხადია, თანხა გვჭირდებოდა და 45 ლარით დავიწყეთ ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვართ, რომ როდესაც შენს გვერდით ცხოვრობს გაჭირვებული ადამიანი ან საკუთარ ქალაქში და ეგ, რომ ბედნიერია, შენც გაგახარებს“, – უთხრა „რეგიონულ კვირას“ გიორგიმ.
ახალგაზრდები, იმედოვნებენ, რომ მათ იდეას არაერთი ზუგდიდელი ახალგაზრდა შეუერთდება და თავიან წვლილს შეიტანენ კეთილი საქმეების კეთებაში, რადგან როგორც ამბობენ სიკეთე ნამდვილად გადამდებია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები