დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათო კალათები გადაეცათ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.
სასურსათო კალათების დარიგებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტრის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის დირექტორთან, მაია ხუმარაშვილთან ერთად დაესწრო.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღია, სადაც 840 ბავშვი სწავლობს.

ჰუმანიტარული ტვირთი დღეს ყველა აღსაზრდელის ოჯახმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები