საბერძნეთში ძარცვის ფაქტზე ქართველი ემიგრანტები დააკავეს

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში ქუთაისიდან და კასპიდან საცხოვრებლად ჩასული 5 მამაკაცი და 1 ქალი საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.
ამოღებულია ნაღდი ფული, ოქრო, კომპიუტერები,მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები. ექვსივე პირი ათენის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ქალაქში გაძარცვულია 24 საცხოვრებელი სახლი. დაკავებულ ქალთან ერთად, პოლიციამ მისი 3 შვილიც დააკავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები