აბაშაში 62 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, 62 წლის შალვა ტორონჯაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 3 ადამიანი დააკავეს.
საქმე ეხება ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც შალვა ტორონჯაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ქეიფობდნენ, სადაც მასპინძელსა და სტუმრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
მეზობლების თქმით, მას შემდეგ რაც მხარეებს შორის კონფლიქტი ამოიწურა, 62 წლის მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
თავად დაკავებულები თავს უდანაშაოლოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.