ქვემო ქართლში კორონავირუსის 254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 254 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა – 280, იმერეთი – 533, ქვემო ქართლი – 254, შიდა ქართლი – 283, გურია – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 269, კახეთი – 153, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11 ”, – განაცხადაბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39ადამიანი გარდაიცვალა.