იმერეთში კორონავირუსის 533 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 533 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 16 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. დღეს ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში გამოვლინდა.
მთავრობის ინფორმაციით, იმერეთის საავადმყოფოებში 1 370 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 242 პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 53 პირი. კოვიდსასტუმროებში 165 პაციენტია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეში 7 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციაშია 6 312 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2 495 პირი. გარდაიცვალა 39 ადამიანი.