თელავში, ნასამხრალში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, მთლიანობაში ასფალტის საფარი 800 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,საგაზო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინი,, ასრულებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 072 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები