ხულოში, ქვემო ვაშლოვანში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში, ბაზალტის ქვებით მომოპირკეთდა მემორიალის კედლები და ძირის საფეხურები. მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდა პატარა სკვერი, სადაც მოეწყო ხელოვნური საბაღე გაზონები და დაირგო საბაღე წიწვოვანი ბუჩქები, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდბა საბაღე სკამების მოწყობაც.

სამუშაოებს ხულოს მერიის დაკვეთით შპს „მშენებელი-5“ ახორციელებს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 36 431 ლარია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები