ახალციხეში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარებიან

ახალციხის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირს გაეწია დახმარება.

“ბენეფიციარებს სასურსათო და ჰიგიენური პაკეტები მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა პირადად გადასცეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას გაწეული მხარდაჭერისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის”, – აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, სასურსათო ამანათების დარიგება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები