სამეგრელოში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 158 პირი.

რაც შეეხება კოვიდდადასტურებულ პაციენტებს რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის მონაცემი ასე გამოიყურება:

რუხის საავადმყოფოში 156 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 70 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძისაა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 40 პირი, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში 40 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში 12. ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში 30 მოქალაქე გადის მკურნალობას. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 21 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 98 ადამიანი იმყოფება, გამოჯანმრთელდა 158 პირი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები