ამბროლაურში „ სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამებზე 700.000 ლარი დაიხარჯა
ამბროლაურში ,სოფლის მხარდაჭერის პროგრამების“ განხორციელებაზე 2020 წელში 700.000 ლარი დაიხარჯა“,-ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.მათივე განცხადებით აღნიშნული პროგრამა სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს და განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას ადგილობრივი მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. პროგრამების შესრულებამ მოქალაქეთა ჩართულობა სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში მნიშვნელოვნად გაზარდა,
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 700 000-მდე ლარის ღირებულების ფარგლებში 80-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ხიდ–ბოგირები, სანიაღვრე არხები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, წყაროები, სასოფლო გზები გაკეთდა..