ამბროლაურში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია.მუნიციპალიტეტის მერიამ და სკოლამდელთა გაერთიანების სამსახურმა 310 ოჯახს, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები ცხოვრობენ, ბავშვთა კვებისათვის გათვალისწინებული ულუფა გადასეს. პროდუქტის გაცემისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროცესი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელთა დაწესებულებებმა თავად უზრუნველყვეს. ,,პროდუქტი, რომელიც მიმდინარე პერიოდში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, 310 ოჯახს გადაეცა. აღნიშნული პროცესი კვლავ გაგრძელდება. ჩვენთვის თითოეულ აღსაზრდელზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.