კახეთში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კოვიდ 19- ის 153 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა – 280, იმერეთი – 533, ქვემო ქართლი – 254, შიდა ქართლი – 283, გურია – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 269, კახეთი – 153, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები