ონის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ სოციალურ პროგრამებს განახორციელებს

 

„ონის მუნიციპალიტეტის მერია წინასაახალწლო პერიოდში სოციალურ პროგრამებს განახორციელებს“,-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მერიის პრესცენტრში განუცხადეს. მათივე განმარტებით ცნობილი გახდა , რომ მერიის შესაბამისი სამსახურების ინიციატივით დახმარებით ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირები,დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული მოქალაქეებიც ისარგებლებენ. ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულია სოციალური დახმარების პროგრამები,-კერძოდ, ფულადი დახმარება, 100 ლარის ოდენობით, წინასაახალწლო სოციალური პროგრამებით არასაპენსიო (18 წლამდე) ასაკის შშმ ატატუსის მქონე , 18 წლამდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოქალაქეები, მრავალშვილიანი (სამი და მეტი) ოჯახები, რომლებსაც აქვთ სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი აქვთ ,მარჩენალდაკარგული, ობოლი და მზრუნველობა მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე, ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ან დაშავებულ პირთა ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ონის მუნიციპალიტეტში .
„პროგრამების მიზანია განსაკუთრებული მზრუნველობის გამოხატვაა იმ ოჯახებისათვის, რომლებიც თითოეული ჩვენგანის თანადგომას იმსახურებენ“,-განაცხადეს მერიის პრესცენტრში..

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები