რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევაა

 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების რიცხვმა წინა კვირეებთან შედარებით იკლო. როგორც ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელები -თეა გურგუჩიანი, გიორგი ონიანი და ნატო დვალი აცხადებენ 16 დეკემბრის დღე-ღამის პერიოდში 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 6 დაინფიცირებული ცაგერის ,5 ონის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. სპეციალისტების განცხადებით რაოდენობის კლება განპირობებულია იმითი, რომ ახალი შმთხვევები ძირითადად თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს უკავშირდება და შესაბამისად კონტაქტები მინიმუმამდეა დაყვანილი. როგორც ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ მისასალმებელია ისიც, რომ მოსახლეობა შედარებით პასუხისმგებლიანი გახდა და უმეტესობა ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და თვითიზოლაციის წესებს იცავს, თუმც ისინი მოქალაქეებს კვლავ ურჩევენ, რომ თავშეყრის ადგილებს მოერიდონ,, 1,5-2 მ. დისტანცია დაიცვან, პირბადე გამოიყენონ როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში და საეჭვო სომპტომების გაჩენისთანავე ოჯახის ექიმს ტელეფონით დაუკავშირდნენ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 16 დეკემბრის მდგომარეობით 300-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები