ქუთაისში მაღაზია გაძარცვეს
Ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, “ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურთან მაღაზია გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით შემთხვევა დილით მოხდა. წაღებულია თანხა 250 ლარის ოდენობით და პროდუქტები. მაღაზიის მფლობელის თქმით, დილით ხმაური გაიგონეს, გამოვიდნენ და მაღაზიის კარი გატეხილი დახვდათ.
შსს-მ ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.