გურიაში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა.